ფეხბურთი

18:21 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა: "არაკომპეტენტური არ ვარ, ჩემნაირი მწვრთნელი ჩემი შვილისთვის მენდომებოდა"

ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელმა ტიაგო მოტამ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის ნდობას გრძნობს.

მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ფეხბურთელებთან კონფლიქტი აქვს. მოტას თქმით, ის კომპეტენტური და გულწრფელი მწვრთნელია...

„ემპოლის“ წინააღმდეგ თასიდან გავარდნით გამოწვეული ბრაზი ხვალინდელი მატჩისთვის დადებით ენერგიად უნდა გადავაქციოთ. სეზონის ბოლო 12 თამაშში მაქსიმუმს უნდა დავუმიზნოთ. ფეხბურთელებთან ურთიერთობა? ვისაუბრეთ, კონსტრუქციულად განვიხილეთ იდეები. ჩემსა და გუნდს შორის მშვენიერი ურთიერთობაა, ვინც სხვაგვარად ამბობს, ცრუობს. არსებობს პატიოსნება, პასუხისმგებლობა და კომუნიკაცია. მე ვიღებ გადაწყვეტილებებს, როგორც ამას ჩემი სამსახური მოითხოვს, ამას დიდი დრო სჭირდება, რადგან არ მინდა, ვინმესთან მიმართებაში შეცდომა დავუშვა. შვილები რომ მყავდეს, ისეთივე პატიოსანი, პირდაპირი და გულწრფელი მწვრთნელი მენდომებოდა ჰყოლოდათ, როგორიც მე ვარ. კლუბის ხელმძღვანელობის ნდობას ვგრძნობ.

ტურამი ხშირად სათადარიგო სკამზე? მე არ ვარ არაკომპეტენტური, 20 წელია ფეხბურთში ვარ და საკმაოდ კომპეტენტური ვარ საიმისოდ, რომ გუნდისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთო“, - თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" ყველა ტურნირზე გამოეთიშა, მხოლოდ სერია A-ს შემორჩა, სადაც მეოთხე ადგილზეა.

0.115247