საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მოლოდინისამებრ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. რიჩარდ კოკერილის გუნდმა ნახევარფინალში ძალიან დასუსტებულ რუმინეთის ნაკრებს ადვილად, 43:5 აჯობა.
მატჩის ბედი საწყის წუთებშივე გადაწყდა, როცა „ბორჯღალოსნებმა“ დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო საბოლოოდ, ტაიმი 29:0 მოიგეს. მეორე ნახევარში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
საქართველოს ნაკრებმა 7 ლელო გაიტანა, რომლებიც 7 სხვადასხვა მორაგბის აქტივშია: სანდრო თოდუა, აკაკი ტაბუცაძე, გელა აფრასიძე, თორნიკე კახოიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, გიორგი მამაიაშვილი და გიორგი კვესელაძე გამოირჩნენ.
აღსანიშნავია, რომ აკაკი ტაბუცაძემ ეროვნულ ნაკრებში 50-ე მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 47 ლელო დაგროვდა. ამ მაჩვენებლით ქართველი სანაკრებო მელელოვეების ტოპათეულში ლეგენდარულ ირლანდიელ ბრაიან ო'დრისკოლს გაუთანაბრდა, რომელთანაც ერთად მე-9 პოზიციას იყოფს.
საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთს შეხდება და ზედიზედ მე-8 და საერთო ჯამში მე-17 ტიყულისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა მეორე ნახევარფინალში მოულოდნელად სტუმრად პორტუგალიას აჯობეს და გადამწყვეტ თამაშში გამოსვლის უფლება მოიპოვეს.
საქართველო - რუმინეთი 43:5 (29:0)