ფეხბურთი

16:05 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "კონკურენტებთან მატჩებში უკეთესი შედეგები უნდა გვქონოდა"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მეორე ტაიმში მის გუნდს გაუჭირდა და სამუშაო აქვთ:

„რთული მატჩი იყო, პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა, მაგრამ შესვენების შემდეგ პრობლემები შეგვექმნა, „ნაპოლიმ“ გვაჯობა. დიმარკო კუნთის პრობლემის გამო დავკარგეთ და იძულებული გავხდით, რომ დუმფრისი მარცხნივ გვეთამაშებინა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამშაბათს ჩვენ იტალიის თასზეც ვითამაშეთ.

დაძაბული სეზონია, რომელშიც ბევრი გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის, ჩვენს გარდა, „ნაპოლი“, „ატალანტა“, „იუვენტუსი“, „ლაციო“ - ყველა კარგ სეზონს ატარებენ. ამ სეზონში უშუალო კონკურენტებთან დაპირისპირებებში სრულყოფილები ვერ ვიყავით, უკეთესი შედეგები უნდა გვეჩვენებინა. ცუდია, რომ გოლებს ხშირად მატჩის მიწურულს ვუშვებთ, ამაზე სამუშაო გვაქვს“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ სერია A-ს 58 ქულით ლიდერობს და „ნაპოლის“ ერთი, ხოლო „ატალანტას“ სამი ქულით უსწრებს.

0.114629