ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუდის არაბეთში ჩატარებაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო, რომელმაც ყველა გააერთიანა.
„საუდის არაბეთში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილებამ მთელი მსოფლიო გააერთიანა. ვფიქრობ, ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი ფეხბურთისთვის. ფეხბურთი ყველას თამაშია, ეს არის ნომერ პირველი სპორტი მსოფლიოში და მასში ყველა უნდა ჩავრთოთ“, - თქვა ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატს 2034 წელს უმასპინძლებს.