„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ კევინ დე ბრუინი შეაქო, რომელიც ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვეღარ ხვდება.
პეპმა „პლიმუთთან“ მატჩის შემდეგ ბელგიელი ფეხბურთელი შეაქო:
„დე ბრუინი „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულშია, ხუთეულში უდავოდ! ყოველთვის, როცა ის კარგად თამაშობს, მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ პლანეტაზე. მან ბევრი რამ მისცა გუნდს და მეც“, - თქვა გვარდიოლამ.