ესპანეთის პრიმერას 26-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, მადრიდის „ატლეტიკომ“ ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 66-ე წუთზე გაიხსნა. არგენტინელმა ფორვარდმა ხულიან ალვარესმა ნახევარმცველის მარკოს ლიორენტეს გადაცემით გაიტანა.
ამ გამარჯვებამ „ატლეტიკო“ 26 მატჩიდან 56 ქულით ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გაალიდერა, „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ სხვაობა ახლა ახლა ორი ქულაა. მაგრამ კატალონიელებმა ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარეს.