ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „ჟუვენტუტ ბადალონა“ დაძაბულ ბრძოლაში 82:81 დაამარცხა.
შერმადინმა 17 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი, 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ტენერიფეში“ საუკეთესო ისევ ბრაზილიელი მარსელინო უერტასი იყო, რომელიც 21 ქულით, 4 მოხსნით და 5 პასით გამოირჩა.
„ტენერიფე“ ლიგა ენდესაში 16 მოგებით და 5 წაგებით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 მარტს, „ბარსელონას“ ესტუმრება.