„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ინტერთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, თამაშიდან გამომდინარე მისი გუნდი მოგებას იმსახურებდა, ამის გამო ცოტა იმედგაცრუებული არიან:
„ძალიან კარგად ვითამაშეთ ძლიერ გუნდთან, საბრძოლო ხომალდთან, რომელიც წლების განმავლობაში გამარჯვებისთვის შენდებოდა და დღეს ყველაზე ძლიერი გუნდია, ამიტომ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეტს ვიმსახურებდით, ვიდრე ფრეა. ამ თამაშმა გვითხრა, რომ სირთულეებშიც შეგვიძლია ჩვენი სიტყვის თქმა.
თუ ჩვენ ეს ვართ და ასე ვითამაშებთ ბოლო 11 მატჩსაც, მაშინ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ლუკაკუ? დღეს მან საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ნაპოლის“ მაისურით. მას სჭირდება ჩაწოდებები, როდესაც ის დომინანტი ხდება, ჩვენც დომინანტები ვხვდებით.
7 თვის შემდეგ რაღაც კარგი ნაყოფი გვაქვს. კმაყოფილი უნდა ვიყოთ, მაგრამ თქვენ იცით, რომ მე არასდროს ვკმაყოფილდები. ლიდერთან ერთი ქულა გვაშორებს, ეს სეზონის დასაწყისში რომ ეთქვათ, ვერავინ დაიჯერებდა. თუმცა, ჩემპიონობისთვის „ატალანტაც“ ბოლომდე იბრძოლებს და „იუვეც“ იმალება“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ სერია A-ში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (4 ფრე, 1 მარცხი), თუმცა, მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.