ინგლისის ასოციაციის თასის 1/8 ფინალური მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ და „პლიმუთ არგაილს“ უმასპინძლა, 3:1 დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე „პლიმუთმა“ ტურნირიდან „ლივერპული“ გამოთიშა, თუმცა ამჯერად ზღაპარი აღარ განმეორდა.
არადა, თავიდან სტუმრები იგებდნენ. ანგარიში 38-ე წუთზე მცველმა მაქსიმ ტალოვეროვმა გახსნა. 45+1 წუთზე ნიკო ო'რეილიმ გაათანაბრა. ო'რეილიმ 76-ე წუთზე დუბლი შესრულა. 90-ზე კი კევინ დე ბრუინმა მასპინძლების მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.
დრამატული აღმოჩნდა მატჩი „კრისტალ პალასსა“ და „მილუოლს“ შორის, რომელიც ლონდონში მიმდინარეობდა, შეხვედრა შვიდი წუთით შეჩერდა მას შემდეგ, რაც 30 წლის სტუმარმა მეკარემ ლიამ რობერტსმა მატჩის ერთ-ერთ საწყის მომენტში მასპინძლების ფრანგი თავდამსხმელს, ჟან-ფილიპ მატეტას, ნახტომში თავში ძლიერად ჩაარტყა.
ინციდენტის შემდეგ, მსაჯმა მაიკლ ოლივერმა რობერტსი გააძევა. მატეტას ჟანგბადის ნიღაბი დასჭირდა, რის შემდეგაც დაზარალებული საკაცით გადაიყვანეს გასახდელისკენ. სასწრაფო დახმარების მანქანამ კი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანა.
„სიტის“ გარდა ¼ ფინალში გავიდნენ: „ბორნმუთი,“ „კრისტალ პალასი,“ „პრესტონი“ და „ასტონ ვილა.“
ინგლისი. ასოციაციის თასი. 1/8 ფინალი (მეოთხე რაუნდი). 1 მარტი: ასტონ ვილა - კარდიფი 2:0, კრისტალ პალასი - მილუოლი 3:1, პრესტონი - ბარნლი 3:0, ბორნმუთი - ვულვზი 2:1, მანჩესტერ სიტი - პლიმუთი 3:1