ფეხბურთი

0:47 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ 5 მატჩი მოგების გარეშე: კონტეს სამწვრთნელო კარიერის ანტირეკორდი სერია A-ში

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ დაუზავდა და მოუგებელ მატჩთა სერია ხუთამდე გაიზარდა.

ნეაპოლურმა კლუბმა ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა: ფრეები „რომასთან“, „უდინეზესთან“, „ლაციოსა“ და „ინტერთან“, ხოლო მარცხი - „კომოსთან“.

ეს პირველი შემთხვევაა ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერაში, როცა სერია A-ში ზედიზედ 5 თამაში ვერ მოიგო, აქამდე მას მსგავსი ცუდი სერია არ ჰქონია.

მიუხედავად ამისა, „ნაპოლი“ საჩემპიონო რბოლაში რჩება, მხოლოდ ქულით ჩამორჩება „ინტერს“, რომელსაც თამაშით უშუალო დაპირისპირებაში აშკარად აჯობა, თუმცა ქულით მოუწია დაკმაყოფილება. ფედერიკო დიმარკოს ლამაზ გოლს მატჩის მიწურულს ფილიპ ბილინგმა უპასუხა.

„ნაპოლი“ მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

0.113557