კალათბურთი

11:30 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის "ლეიმა კორუნიამ" 9-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა

ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში „ლეიმა კორუნიამ“ „ფორსა ლეიდა“ 97:84 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბექა ბურჯანაძემ მოედანზე 16 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 4 ქულით და 4 მოხსნით გამოირჩა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის გუნდმა 14 დეკემბრის შემდეგ პირველად მოიგო და 9-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

„ლეიმა კორუნია“ 5 მოგებით და 16 წაგებით სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 9 მარტს, „მანრესას“ ესტუმრება.

0.121478