გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ლევერკუზენის „ბაიერი“ ფრანკფურტში „აინტრახტს“ ეწვია და 1:4 დაამარცხა. გოლები ტელამ, მუკიელემ, შიკმა და ალეშ გარსიამ გაიტანეს, მასპინძელთაგან კი ეკიტიკემ.
ამისდაკვალად, „ბაიერმა“ 53 ქულა მოაგროვა და უკვე 11 პუნქტით გაუსწრო მესამე ადგილზე მდგარ „აინტრახტს.“ ლიდერი კი 61-ქულიანი „ბაიერნია.“
გერმანია. ბუნდესლიგა. 24-ე ტური. 1 მარტი: ლაიპციგი - მაინცი 1:2, ჰაიდენჰაიმი - გლადბახი 0:3, ვერდერი - ვოლფსბურგი 1:2, ბოხუმი - ჰოფენჰაიმი 0:1, ზანქტ პაული - დორტმუნდი 0:2, აინტრახტი - ბაიერი 1:4