ფეხბურთი

23:42 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ გალიდერების შანსი დაკარგა (+VIDEO)

მადრიდის „რეალი“ სევილიაში „ბეტისს“ ეწვია და 1:2 დამარცხდა. თუმცა თავიდან სტუმრები იგებდნენ მე-10 წუთზე ბრაიმ დიასის მიერ გატანილი გოლით. ნახევარი საათის თავზე ისკოს გადაცემით ჯონი კარდოსომ გაათანბრა. მეორე ტაიმში კი თავად ისკომ გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. ყოფილი რეალელი აშკარად საუკეთოსო გახლდათ ორივე გუნდიდან.

აი, ვინისიუსი კი ტრადიციულად ცდილობდა მეტოქეებისა და მათი ქომაგების პროვოცირებას. მატჩის მიწურულს ვითარება ერთობ დაიძაბა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ახლა „რეალს“ 54 ქულა დარჩა და კვლავ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება ლიდერ „ბარსელნას.“

მოგვიანებით „ატლეტიკო“ „ბილბაოს“ მასპინძლობს და თუ მოუგო „სამეფო კლუბს“ ისიც გაუსწრებს.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 26-ე ტური. 1 მარტი: ჟირონა - სელტა 2:2, რაიო ვალეკანო - სევილია 1:1, ბეტისი - რეალ მადრიდი 2:1, ატლეტიკო - ბილბაო მოგვიანებით გაიმართება

0.099914