ფეხბურთი

23:05 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ნაპოლი“ – „ინტერი“ - ქულათა თანაფარდობა იგივე დარჩა (+VIDEO)

იტალიური სერია A-ს 27-ე ტურის მატჩში, ნეაპოლში ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს. „ნაპოლიმ“ „ინტერს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.

ანტონიო კონტეს გუნდს დავიდ ნერეშის კვალად ზამბო ანგისაც გამოაკლდა. ამან დამხვდურთ მცირე პრობლემები შეუქმნა. ანგარიშიც სტუმრებმა გახსნეს, 22-ე წუთზე ფედერიკო დიმარკომ საჯარიმოდან გაიტანა.

აი, მეორე ტაიმი კი მთლიანად მასპინძლების გამოდგა. „ინტერი“ ყრუ დაცვაში ჩადგა და ასე აპირებდა კარის მშრალად შენახვას, მაგრამ ბოლოს ნავსი მაინც გატყდა - 87-ე წუთზე დანიელმა ფილიპ ბილინგმა გაათანაბრა.

საბოოდ 1:1 და „ინტერი“ 57 ქულით კვლავ პირველ საფეხურზე დარჩა. „ნაპოლი“ ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.

0.121298