ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის 28-ე ტურში არნემის „ვიტესმა“ „მაასტრიხტი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, ირაკლი იეგოიანმა გაიტანა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-13 წუთზე დალაშქრა და ამ გოლმა მატჩის ბედი გადაწყვიტა.
იეგოიანს ერსტე დივიზიონის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ერთი გოლი მან ნიდერლანდების თასზეც შეაგდო.
„ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა აქვს დაკლებული, რის გამოც სატურნირო ცხრილში 4 ქულით ბოლო ადგილზეა, არადა, რომ არა სასჯელი, 31 ქულით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.