ფეხბურთი

21:57 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილის "სენტ ეტიენი" "ნიცასთან" დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ნიცას“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 1:3 დამარცხდა.

ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად შედეგიანი მოქმედებით ერ გამოირჩა.

„ნიცა“ სწრაფადვე დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა 32-ე წუთზე სტასენის გოლით უპასუხეს. თუმცა, მეორე ტაიმში „ნიცამ“ დიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც ორ გოლში ასახა და დამაჯერებლად იმარჯვა.

ქართველ ფეხბურთელს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„სენტ ეტიენი“ 24 ტურის შემდეგ 19 ქულით პლეი-აუტის ზონაში, მე-16 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში უშუალო კონკურენტ „ლე ავრს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.117199