ფეხბურთი

21:06 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის "უოტფორდი" "სტოკს" დაუზავდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „სტოკ სიტის“ დაუპირისპირდა და მატჩი უგოლოდ დასრულდა.

ქართველი შემტევის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ გუნდს მოგებაში ვერ დაეხმარა. ჩაკვე 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მანამდე ცოტა ხნით ადრე ყვითელი ბარათიც მიიღო.

ჩაკვეტაძეს ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი საგოლე პასი მას ინგლისის ლიგის თასზეც აქვს, „მანჩესტერ სიტისთან“.

„უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 35 ტურის შემდეგ 49 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 მარტს, „მილუოლს“ უმასპინძლებს.

0.116801