გერმანული ბუნდესლიგის 24-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს 6 მატჩი იმართება. ხუთი უკვე დასრულდა. აქედან გამოვარჩევდით „ლაიპციგის“ საშინაო მარცხს „მაინცთან (1:2), რის შემდეგაც „მაინცი“ მეოთხე ადგილზე აღზევდა.
მაინცელთაგან თავი ნადირ ამირიმ და ჯონათან ბურკარდტმა გამოიჩინეს, მასპინძელთაგან კი - ხავი სიმონსმა.
დუბლი მიითვალა გლადბახელმა რობინ ჰაკმა, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმთან“ მატჩში (0:3). ხოლო ვოლფსბურგელმა პატრიკ ვიმერმა „ვერდერთან“ შეხვედრაში (1:2).
მოგვიანებით დღის ცენტრალური მატჩი გაიმართება, მესამე ადგილზე მყოფი „აინტრახტი“ მეორე საფეხურზე მდგარ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში „ფარმაცევტებს“ 5 ქულამდე მიუახლოვდება.
გერმანია. ბუნდესლიგა. 24-ე ტური. 1 მარტი: ლაიპციგი - მაინცი 1:2, ჰაიდენჰაიმი - გლადბახი 0:3, ვერდერი - ვოლფსბურგი 1:2, ბოხუმი - ჰოფენჰაიმი 0:1, ზანქტ პაული - დორტმუნდი 0:2, აინტრახტი - ბაიერი მოგვიანებით გაიმართება
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები