ფეხბურთი

20:15 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში ისევ დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „გლადბახთან“ საკუთარ მოედანზე 0:3 წააგო და სიტუაცია კიდევ უფრო გაურთულდა.

„ჰაიდენჰაიმი“ კატასტროფულ ფორმაშია, ძალიან მძიმე თამაშის ხარისხს აჩვენებს და ისევ უშანსოდ დამარცხდა. მე-18 წუთზე „გლადბახი“ უკვე ორბურთიან უპირატესობას ფლობდა, მეორე ტაიმში მესამეც გაიტანა და ძალიან დამაჯერებლად იმარჯვა.

ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ შესვენებაზე შეცვალეს. ქართველი ფორვარდი ისევ სადებიუტო გოლის მოლოდინშია - 11 მატჩი, 1 საგოლე პასი.

„ჰაიდენჰაიმი“ 24 ტურის შემდეგ 15 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონაშია და უმძიმეს ფორმაშია. ფრანკ შმიდტის გუნდი მომდევნო ტურში 9 მარტს, „ჰოფენჰაიმს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06519
სარეკლამო ადგილი - 99
X x X