დასრულდა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი. „დავით პეტრიაშვილზე“ „გაგრამ“ ტიტულის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. „ტორპედოში“ გერმანელი მწვრთნელის, დირკ შუსტერის დებიუტი შედგა.
პირველი ტაიმი ქუთაისელთა უპირატესობით წარიმართა და ეს ანგარიშშიც აისახა, 32-ე წუთზე ცოტნე ფაცაიამ გახსნა ანგარიში საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით, თუმცა ამ ეპიზოდში ალბათ მასპინძელთა მეკარე რამან სციაპანაუს უკეთ გარჯა მართებდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კი „გაგრამ“ იყოჩაღა, ჯერ გიორგი პაპუაშვილმა გაათანაბრა ანგარიში, ორიოდ წუთში კი გიორგი ხარებაშვილმა მოარტყა ბურთი ხარიხას.
„ტორპედომ“ მაინც იძალა: 74-ე წუთზე ფაცაცია-კოხრეიძე- პირესის კომბინაცია, ბრაზილიელის გოლით დასრულდა - 1:2.
გაგრელთა მთავარი ვარსკვლავი, თორნიკე ოქრიაშვილი 66-ეწუთიდან ჩაერთო თამაშში.
თოვლიანმა ამინდმა კალენდარში ცვლილებები შეიტანა. პირველი ტურის დანარჩენი მატჩები: „სამგურალი“ – „კოლხეთი 1913,“ „ბათუმი“ – „დინამო“ და „დილა“ – „გარეჯი“ - პირველ აპრილს გაიმართება.