ფეხბურთი

17:42 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე კიდევ ერთ თურქულ კლუბს დაუკავშირეს

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ დაუკავშირეს.

Sabah-ის ინფორმაციით, „არწივები“ ზაფხულში „მიდტიულანდიდან“ ფრანკულინო ჯუს დამატებას ეცდებიან, მაგრამ თუ ამ ტრანსფერზე არაფერი გამოუვათ, ალტერნატიული ვარიანტიც აქვთ - გიორგი მიქაუტაძე.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. ზამთარში მიქაუტაძის გადაბირება კიდევ ერთ სტამბოლურ გუნდს, „გალათასარაის“ სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა.

„ბეშიქთაშის“ მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ნორვეგიელი ფეხბურთელი ოლე გუნარ სულშერია.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.118735