ფეხბურთი

18:19 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაო: "ფეხბურთელებსაც სურთ გამარჯვება, ისინი მაზოხისტები არ არიან"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ „ლაციოსთან“ მატჩის წინ ისაუბრა. როგორც მან თქვა, კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გამოსავალი გამარჯვებაა და ფეხბურთელებს სურთ, რომ გაიმარჯვონ.

„არანაირ ალიბს არ ვეძებთ, არ შეგვიძლია უიღბლობაზე ვისაუბროთ. ცხოვრება ასეთია. როგორ უნდა წამოვდგეთ ფეხზე? მხოლოდ ერთი გზა არსებობს: გამარჯვება, გამარჯვება, გამარჯვება. ვიცი, როგორ მოვიგო, ბავშვობიდან მიჩვეული ვარ მოგებას.

სხვა დრო იყო, როცა „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას უმიზნებდა და იგებდა კიდეც. სხვა ფეხბურთელები იყვნენ, სხვა გარემო იყო. ტიტული, რომლის მოგება შეგვეძლო, მოვიგეთ (იტალიის სუპერთასი - რედ). ფეხბურთელებსაც გამარჯვება სურთ, ისინი მაზოხისტები არ არიან.

ჟოაო ფელიქსი? ის ხაზებს ორის თამაშში ძალიან კარგია. ჩვენ მეორე თავდამსხმელი გვჭირდება, ის უფრო გადამწყვეტი უნდა იყოს, კარიდან შორს არ უნდა დარჩეს, არამედ განსხვავება უნდა შექმნას ბოლო 30 მეტრში, ამაზე ვმუშაობთ“, - თქვა კონსეისაომ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 26 ტურის შემდეგ 41 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალში გამოეთიშა.

0.118282