ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „მილანი“ გააკრიტიკა და როგორც მან თქვა, ამჟამად „როსონერი“ გუნდი არ არის.
„ეს „მილანი“ გუნდი არ არის. „ბოლონიასთან“ 11 ფეხბურთელი იყო მოედანზე მიმოფანტული, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ. თამაშის და იდეის გარეშე“, - თქვა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 26 ტურის შემდეგ 41 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალში გამოეთიშა.