„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს და ზაფხულში შესაძლოა ახალი თავდამსხმელი დაიმატოს.
როგორც ესპანური მედია იტყობინება, კატალონიელთა ინტერესის სფეროში „ნიუკასლის“ შვედი ფორვარდი ალექსანდერ ისაკი მოხვდა, რომლის მიმართ არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, ასე რომ, „ბარსას“ კონკურენცია ელოდება.
ისაკი „ნიუკასლში“ 2022 წლიდან თამაშობს და 97 შეხვედრაში 56 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „სოსიედადის“, „დორტმუნდის“, „ვილემ II“-ის და „აიკის“ წევრი იყო.