„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ „ბარსელონა“ უნდა დაეტოვებინა, მაგრამ პსჟ-ში გადასვლა შეცდომა იყო, რადგან ფრანგულ კლუბთან ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა და ბედნიერი არ იყო.
„ინტერ მაიამიში“ სათამაშოდ გადასვლა შანსი იყო, განსაკუთრებით, პარიზში გატარებული ორი წლის შემდეგ. ეს იყო იდეა, რომელიც გონებაში მქონდა. „ბარსელონა“ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ პსჟ-ში გატარებული ორი წელი ჩემთვის სასიამოვნო არ იყ, არ ვიყავი ბედნიერი ყოველდღიურად, ვარჯიშებზე, მატჩებში. მიჭირდა ამ ყველაფერთან შეგუება.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი კარიერა მექნებოდა. ამაზე საერთოდ არ მიფიქრია, ბავშვობიდან ჩემი ერთადერთი მიზანი და ოცნება იყო პროფესიონალი გავმდარიყავი, უბრალოდ ფეხბურთი მეთამაშა“, - თქვა მესიმ.
ეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021-2023 წლებში თამაშობდა და 75 მატჩში 32 გოლი გაიტანა, ხოლო 2023 წელს „ინტერ მაიამის“ შეუერთდა, სადაც დღემდე 42 თამაშში 36 გოლი გაიტანა.