კრიშტიანუ რონალდუს ირანში ჩასვლის შემთხვევაში გაროზგვა ემუქრება, რის გამოც „ალ-ნასრმა“ ირანულ „ესტეღლალთან“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში გამართვა მოითხოვა.
2023 წელს რონალდუმ ირანელ მხატვარს, ფატემე ჰამანის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, შუბლზე აკოცა, როცა ჰამანიმ რონალდუს მისი პორტრეტი უსახსოვრა.
სწორედ ამიტომ, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ირანული კანონებით 100 როზგი ემუქრება, თუ ირანში ჩავა.
„ალ-ნასრი“ „ესტეღლალს“ აზიის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად 3 მარტს უნდა შეხვდეს და არაბული კლუბი თამაშის სხვა ქვეყანაში გამართავს ითხოვს, თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილონ. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ "ალ-ნასრმა" ირანში გიორგი გველესიანის "პერსეპოლისთან" ითამაშა, თუმცა კრიშტიანუ გუნდთან ერთად ირანში არ ჩასულა.