ესპანური „ვალიადოლიდის“ ფანები ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდოს წინააღმდეგ გამოდიან.
ლა ლიგაში „ვალიადოლიდი“ ბოლო ადგილზეა, უიმედო ვითარებაში და ბოლო ტურში შინ „ლა პალმასთან“, რომელიც კაცნაკლული იყო, მხოლოდ ფრეს დასჯერდა, რამაც ფანების პროტესტი გააღვივა.
სტადიონზე გამოჩნდა ბანერები - „რონალდო წადი სახლში“, ხოლო სტადიონს მიღმა საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ლეგენდარული ფეხბურთელის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილებიც ისმოდა.
რონალდო უკვე რამდენიმე წელია „ვალიადოლიდის“ მფლობელია. ის კლუბის გაყიდვას აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით, ჯერ კიდევ რჩება ესპანური გუნდის მეპატრონედ.
„ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში 26 ტურის შემდეგ 16 ქულით ბოლო ადგილზეა და სამშვიდობო ზონას 8 ქულით ჩამორჩება.