„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ თავის მომავალზე არ ფიქრობს და ახლა ტკბება იმ მომენტით, რომელიც მის კარიერაში დგას.
„ჩემი მომავალი? ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ვტკბები ჩემი კარიერის ყოველი მომენტით. მიყვარს კლუბი, თამაშები, თანაგუნდელები, ოჯახი, მეგობრები. არ ველოდები რაღაცებს. მე უბრალოდ მიყვარს და სიამოვნებას ვიღებ ამ მომენტით.
ყოველთვის მქონდა მხედველობაში MLS-ში თამაში, ყოველთვის მინდოდა ეს ნაბიჯი გადამედგა. „ინტერ მაიამიმ“ მიმიზიდა, რადგან კლუბი იზრდება და ვითარდება. მინდოდა აქ ჩამოვსულიყავი, რათა დავეხმარო კლუბს, ასევე MLS-ს, როგორც გლობალურ ბრენდს. „ინტერ მაიამიში“ ტიტულების მოგება გვქონდა, ეს არის მიზანი. გვინდა გავიმარჯვოთ, განვვითარდეთ, ვაჩვენოთ ხარისხი და ახალ ფეხბურთელებსაც შესანიშნავად შევეწყვეთ. MLS ძალიან იზრდება, როგორც ლიგა, შეერთებული შტატების კულტურის შესაბამისად. ლიგა ვითარდება, ძალიან. ვიმედოვნებ, რომ უფრო მეტი კლუბი აიღებს „ინტერ მაიამის“ მაგალითს. ეს ფიზიკურად ძლიერი ლიგაა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველა გუნდი ცდილობს შეტევას, ყველას უნდა გოლების გატანა, ამიტომ გახსნილი თამაშებია.
ჩემი ცხოვრება ძალიან მარტივია, ჩვეულებრივი. ჩემი აზრით, ეს ყოველთვის ცხოვრების საუკეთესო გზაა“, - თქვა მესიმ.