საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მაისურაძემ უკრაინულ „პოლისიაში“ ადაპტაციის პერიოდზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა.
„აქ რომ გადმოვედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა, რადგან ადაპტაციისთვის დრო მჭირდებოდა. ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობ, ეს იყო ჩემი პირველი ტრანსფერი: ახალი ქვეყანა, ყველაფერი ახალი, ამიტომ თავიდან ცოტა რთული იყო. ახლა თავს კომფორტულად ვგრძნობ და ამიტომ საფეხბურთო საქმეებიც კარგად მიდის“, - თქვა მაისურაძემ.
გიორგი მაისურაძე „პოლისიას“ „დინამო თბილისიდან“ შეუერთდა. მან უკრაინის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა.