ფეხბურთი

0:24 | 1.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "რეალში" სამჯერ მეტის გამომუშავება შემეძლო, მაგრამ "ბარსელონა" ავირჩიე"

„სანტოსის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მას „ბარსელონაში“ სურდა, რის გამოც კატალონიური კლუბი აირჩია:

„რეალის“ შეთავაზება ცარიელი ჩეკი იყო, მითხრეს, რომ შემეძლო მქონოდა ყველაფერი, რაც მინდოდა. თუმცა, მე მთელი გულით „ბარსელონა“ მიყვარდა. შემეძლო „რეალში“ სამჯერ მეტი მეშოვა, მაგრამ რონალდინიო „ბარსაში“ თამაშობდა და მინდოდა მესისთან ერთად მეთამაშა“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის გადაბირება „ბაიერნში“ პეპ გვარდიოლასაც სურდა, რაც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.062253