ფეხბურთი

23:37 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "გალათასარაისგან" მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

„ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „გალათასარაის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პორტუგალიელი სპეციალისტი თურქული კლუბისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

მოურინიო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს „გალათასარაის“ მოთხოვნის შემდეგ, ორი მატჩით ის რასისტული გამოთქმისთვის დასაჯეს, ორი მატჩის გამოტოვება კი, მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოუწევს.

„მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ეს განცხადება გავაკეთოთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც ყურადღება მიიპყრო ჩვენი გუნდის და „გალათასარაის“ მატჩის შემდეგ. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს კანონიერ უფლებებს ამ უსაფუძვლო ბრალდების წინააღმდეგ“, - აღნიშნულია „ფენერბაჰჩეს“ განცხადებაში.

მოურინიო „გალათასარაისგან“ დაახლოებით 50 000 ევროს ითხოვს. მას კლუბის ადვოკატები ეხმარებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.066719