ფეხბურთი

21:24 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონი დაიწყო. პირველი ტურის პირველი მატჩი თბილისში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „თელავს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

„თელავს“ მეოცე წუთზე ფირუზ გაბიტაშვილი გაუძევეს და სტუმრებს დარჩენილ დროში 10 ფეხბურთელით თამაში მოუწიათ. „იბერიამ“ ეს უპირატესობა გამოიყენა და მეორე ტაიმში მეტოქე ორჯერ დაამწუხრა.

47-ე წუთზე სეზონის პირველი გოლი გავიდა, რომელიც გიზი მამაგეიშვილის აქტივშია, ხოლო თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გიორგი ტაბატაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ ტურში „გაგრა“ – „ტორპედოს“ და „დილა“ „გარეჯს“ შეხვდება, ხოლო ორი მატჩი თოვლის გამო გადაიდო: „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისი“ და „სამგურალი“ – „კოლხეთი“ 1-ელ აპრილს გაიმართება.

მეორე ტურში „იბერია“ „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“ „კოლხეთს“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.08716