ფეხბურთი

18:25 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "თითოეული ქულა ოფლით მოვიპოვეთ, ახლა ვერ დავნებდებით"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, ეს მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ გუნდმა ზეწოლა არ უნდა იგრძნოს, პირიქით, უნდა იამაყოს იმ პოზიციით, რომელსაც სატურნირო ცხრილში ახლა იკავებს.

„აგვისტო უფრო მძიმე თვე იყო, იმასთან შედარებით ჩვენთვის თებერვალი პარკში გასეირნება იყო. „კომოს“ შემდეგ ფეხბურთელებმა იციან, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი, რადგან მეორე ტაიმი ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ, მით უმეტეს პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც ვდომინირებდით. თითოეული ქულა ოფლით მოვიპოვეთ, არასდროს მოგვიგია თამაში 5:0 და ერთი წუთითაც ვერ დავნებდებით.

ველოდი, რომ „ნაპოლი“ ამ პერიოდში დაიწყებდა ჩამოყალიბებას, ფორმაში შესვლას. უნდა ვიამაყოთ, რომ ახლა მეორე ადგილზე ვართ და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, მაგრამ ეს ჩვენზე ზეწოლას არ უნდა ახდენდეს. სატურნირო ცხრილისთვის ეს გავლენის მომხდენი თამაშია, სასწორზე 3 ქულაა და ვიცით, რომ ჩვენს უკან ბევრი გუნდია, რომლებიც ახლოს არიან“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ მატჩი 1-ელ მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.057603
სარეკლამო ადგილი - 99
X x X