ფეხბურთი

16:45 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ საბატინი: "ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვით სწორად მოიქცა"

„რომას“ და „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა, სადაც "ნაპოლიზე" და ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, "პარტენოპეიმ" კვარას გაყიდვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

"ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვით სწორი გადაწყვეტლიება მიიღო, მათ ამ ტრანსფერიდან იმდენი ფული აიღეს, რომ მომდევნო ორი სეზონი შეუძლიათ გუნდის გაძლიერებაზე იფიქრონ. ამ ყველაფერთან ერთად, მათ გუნდში დავიდ ნერესი ჰყავთ, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი ფეხბურთელია." - განაცხადა საბატინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წელს გადავიდა და მას შემდეგ 107 მატჩში 30 გოლი გაიტანა, ხოლო 24-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. მან 2023 წელს სკუდეტო მოიგო, სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ხვიჩამ 4-ჯერ მიიღო სერია A-ში თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო, 2022-2023 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო გოლის ავტორიც კვარა გახდა.

0.115527