ფეხბურთი

14:47 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

კიდევ ერთი პორტუგალიელი პსჟ-ში? პარიზელები ახალგაზრდა ტალანტით დაინტერესდნენ

"პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აქტიურობას აპირებს, როგორც ფრანგული გამოცემები იუწყებიან, პარიზელთა მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს "პორტუს" ახალგაზრდა ტალანტი როდრიგო მორა ძალიან მოსწონს და მისი საკუთარ გუნდში ხილვა სურს.

onefootball-ის ცნობით, პსჟ მზადაა 17 წლის პორტუგალიელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადოს. აქვე გეტყვით იმასაც, რომ პარიზელები ინტერესს ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელის დეკლან რაისის მიმართ იჩენენ.

17 წლის როდრიგო მორა "პორტუს" აკადემიის აღზრდილია, ის მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება და არაერთი კლუბის ინტერესთა სფეროში მოხვდა. პსჟ-ს გარდა მისით, მანჩესტერ "იუნაიტედი" და 'ასტონ ვილა" არიან დაინტერესებულნი.

ცნობისთვის, როდრიგო მორას მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 28 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

0.062729