მანჩესტერ "იუნაიტედის" ინგლისელი ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი, რომელიც ახლა იჯარის წესით "ასტონ ვილაში" თამაშობს შესაძლოა ბირმინგემელებმა გამოისყიდოს.
როგორც ბრიტანული გამოცემა TheSunFootball- ი იტყობინება, ამის სურვილი თავად მარკუსსაც აქვს, რადგან ის თავს "ასტონ ვილაში" კარგად გრძნობს და სურვილი აქვს გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდს ურთიერთობა გაუფუჭდა რუბენ ამორიმთან, რის გამოც იანვარში კლუბის დატოვება მოუხდა. 27 წლის შემტევმა "ასტონ ვილას" მაისურით უკვე 4 შეხვედრა ჩაატარა და ტავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.