ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "სანტოსის" ფეხბურთელმა ნეიმარმა ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ფეხბურთელმა წარსულზე ისაუბრა და "ბარსელონაში" გადასვლის პერიოდიც გაიხსენა.
"როდესაც ბარსელონაში უნდა გადავსულიყავი, ჩემი ყიდვა რეალსაც სურდა, რომელმაც გასაოცარი შეთავაზება გამიკეთა. პერესს ყოველთვის ძალიან მოვწონდი და სამჯერ მეტ ხელფასსაც მთავაზობდა, თუმცა მე გადაწყვეტილება გულით მივიღე და ბარსელონაში გადავედი, სადაც თამაში ყოველთვის მინდოდა, რადგან სურვილი მქონდა ლეო მესისთან ერთად მეთამაშა." - განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი "ბარსელონაში" 2013 წელს გადავიდა, სადაც 4 სეზონი გაატარა და 2017 წელს 222 მილიონის სანაცვლოდ პსჟ-მ იყიდა.