კალათბურთი

9:38 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

სტეფ კარის 56 ქულა და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მარცხი (+VIDEO)

NBA-ს მორიგი ტურის მატჩი ჩაატარა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტ ვარიორსს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 115:121 დამარცხდა. ქართველის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე მარცხი იყო, სეზონში კი 32-ე.

შეხვედრა მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 14 ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ. გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა , სადაც "გოლდენ სტეიტმა" შეხვედრა მოატრიალა და 19 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რამაც საბოლოო ანგარიშზე დიდი გავლენა იქონია.

სტუმართა მხრიდან, საუკეთესო გუნდის ლიდერი სტეფ კარი გახდა, რომელმაც 34 წუთში 56 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მასპინძელთა მხარეს გამორჩეულები ბანჩერო და ვაგნერი იყვნენ, რომლებმაც საერთო ჯამში 68 ქულა მოუტანეს საკუთარ გუნდს.

გოგა ბითაძე შეხვედრაში სათადარიგოდან ჩაერთო და პარკეტზე ჯამში 21 წუთი და 30 წამი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 7 ქულის, 5 მოხსნის და 1 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

"ორლანდო" 29 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 3 მარტს "ტორონტოს" წინააღმდეგ გამართავს.

0.116085