ფეხბურთი

2:00 | 28.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და სერია A-ში მე-8 ადგილამდე დაქვეითდა

იტალიის სერია A-ში მეცხრე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც „ბოლონიამ“ „მილანი“ 2:1 დაამარცხა.

ორივე გუნდს 41-41 ქულა ჰქონდა და უშუალო კონკურენტთა დაპირისპირება იყო. „მილანმა“ პირველი ტაიმი რაფაელ ლეაოს გოლით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ბოლონიელებმა „როსონერის“ ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.

48-ე წუთზე სანტიაგო კასტრომ გაათანაბრა, ხოლო 82-ე წუთზე დან ნდოიემ გამარჯვების გოლი შეაგდო.

შედეგად, „ბოლონიამ“ 44 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. „მილანმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა სერია A-ში და მეოთხე ადგილს 8 ქულა აშორებს, თვითონ კი, მხოლოდ მერვე საფეხურზეა და ძალიან ცუდი სეზონი აქვს.

0.124426