საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავს.
თამაში 19 ივლისს, ქალაქ ნელსპრუიტში, ლეგენდარულ მბომბელას სტადიონზე გაიმართება, რომელიც 42 000 მაყურებელს იტევს.
საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკასთან აქამდე ორჯერ უთამაშია: 2003 წლის მსოფლიო თასზე მეტოქემ 43:19 გაიმარჯვეს, ხოლო 2021 წელს ისევ აფრიკელებმა მოიგეს - 40:9.