ქართველი მორაგბე თედო აბჟანდაძე მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს და მოედანზე მხოლოდ მომდევნო სეზონში დაბრუნდება.
ბორჯღალოსნების მგეზავმა 25 თებერვალს საფრანგეთში მხრის ოპერაცია გაიკეთა.
მან მხრის სახსრის დაზიანება 2025 წლის პირველი სანაკრებო შეკრების დაწყებამდე, კლუბის რიგებში ჩატარებულ ბოლო შეხვედრაში მიიღო. 25 წლის მორაგბემ რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო და წინასწარი მონაცემებით ის 5-6 თვე გაგრძელდება.