ფეხბურთი

21:53 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსში" ტიაგო მოტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს

ტურინის „იუვენტუსი“ წარუმატებელი შედეგების მიუხედავად მთავარი მწვრთნელის, ტიაგო მოტას გათავისუფლებას არ აპირებს.

მწვრთნელს ნდობა საჯაროდ კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გამოუცხადა:

„ყველამ ვიცით, რომ მიუღებელი თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მწვრთნელის მომავალი განხილვის ქვეშ არაა. ზაფხულში დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გვჯერა, რომ სწორია და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში კარგ შედეგებს მოგვცემს. ახალი ფეხბურთელებიც „იუვეში“ შეძლებენ იმის ჩვენებას, რასაც სხვადასხვა გუნდში აჩვენებდნენ“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ბოლო ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგას და იტალიის თასს გამოეთიშა, ხოლო სერია A-ში მხოლოდ მე-4 ადგილზეა.

0.125565