ფეხბურთი

19:53 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ნაპოლიში" ყველაფერ მომწონდა, ჩემს საქმეში პრეზიდენტის ჩარევის გარდა"

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ნაპოლიში“ გატარებულ პერიოდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იქ ყველაფერი მოსწონდა, პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გარდა, რომელიც მის საქმეში ერეოდა:

„ცოტათი დე ლაურენტისის ტყვე ვიყავი. არის ასეთი გამოთქმა, დრო ჯენტლმენია, რომელიც შეგვიძლია ვთარგმნოთ ასე: დრო სიმართლეს იტყვის და ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს: მე „ნაპოლი“ მეოთხე ადგილზე დავტოვე და სხვა ორი მწვრთნელით სეზონი მეათე ადგილზე დაასრულეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც თითქმის გასული ვიყავით. ყველაფერი სწორად ვერ გავაკეთე, მაგრამ მართალი ვიყავი, მომდევნო შედეგები აჩვენებს პრეზიდენტის დაშვებულ შეცდომებს. „ნაპოლიში“ ყველაფერი მიყვარდა: ქალაქი, სტადიონი, გულშემატკივარი, გუნდი, პრეზიდენტის ჩარევის გარდა, ყველაფერი.

„ნაპოლის“ შემდეგ ჩემი სტაფის წევრებთან ვისაუბრე, განვიხილეთ, რა შეთავაზება შეიძლებოდა ყოფილიყო საინტერესო, კლუბები თუ ეროვნული ნაკრებები. ვისაუბრეთ შესაძლო მიმართულებაზე. ბელგია ერთ-ერთი ასეთი იყო, მაგრამ კონტაქტი ზოგიერთ კლუბთან მქონდა. იმედი მაქვს, რომ კარიერას ბელგიის ნაკრებში დავასრულებ“, - თქვა გარსიამ.

0.118545