ფეხბურთი

19:26 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი ზაფხულში სავარაუდოდ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს, ზაფხულში შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

ბრიტანული მედიის ცნობით, ტრანსფერი 95%-ით შედგება. ინგლისელები მზად არიან „ნაპოლის“ 75 მილიონი ევრო გადაუხადონ, რაც ოსიმენის გამოსასყიდი ფასია. ფეხბურთელსაც აქვს „მანჩესტერში“ გადასვლის სურვილი.

„ნაპოლის“ დირექტორმა ჯოვანი მანამ გუშინ დაადასტურა, რომ მუშაობენ, რათა ოსიმენი, რაც შეიძლება მალე გაყიდონ.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა „გალათასარაიში“ 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

0.11915