ფეხბურთი

18:14 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დიდი წარმატება იქნება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა მისი გუნდისთვის დიდი წარმატება იქნება.

„ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ჩვენთვის წარმოუდგენელი წარმატება იქნება. ძველი „სიტი“ ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ჩვენი სამი შემტევი გუნდის მომავალია, ნიკოც, ხუსანოვიც, გვარდიოლიც ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, როდრიც დაბრუნება. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა და ახალწვეულებმა, რომლებიც ზაფხულში მოვლენ, კლუბი გამარჯვებისკენ უნდა წაიყვანონ, ეს დროის საკითხია“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან „ნოტინგემს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

0.126819