ფეხბურთი

17:00 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

პერინი "იუვენტუსზე": "ამ გუნდში ბო**ს შვილები არ თამაშობენ"

„იუვენტუსის“ მეკარემ მატია პერინმა იტალიის თასზე „ემპოლისთან“ პენალტებში მარცხის შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს ყველაზე ცუდი მომენტია მას შემდეგ, რაც „იუვენტუსში“ თამაშობს:

„ოთხეულში უნდა შევიდეთ, ჩვენთვის ფუნდამენტურია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ამ გუნდში ბო**ს შვილები არ არიან, შეიძლება კარგი გუნდის აშენება. ეს მარცხი ჭრილობას გვაყენებს, მაგრამ გამოცდილებაცაა. ვიცი, რომ „იუვენტუსში“ დროს არავის აძლევენ, მაგრამ ვცდილობთ, გავიზარდოთ, რასაც ახლა ვაკეთებთ, საკმარისი არ არის.

არ ვიცი, ვის გულისხმობდა ტიაგო მოტა, როცა თქვა, რომ ვიღაცები მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებიან. ამაზე ერთად ვისაუბრებთ, არ მინდა მანამდე კომენტარი გავაკეთო. მას შემდეგ, რაც „იუვენტუსში“ ვარ, ეს ყველაზე დაბალი წერტილია, რომელზეც დავეშვით“, - თქვა პერინმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ბოლო ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგას და იტალიის თასს გამოეთიშა.

0.113945