ფეხბურთი

15:39 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექემმა განაცხადა, თუ ვის მიიჩნევს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

მაიამის „ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამინდელმა თანამფლობელმა, ინგლისელმა დევიდ ბექემმა განაცხადა, რომ თავისი კლუბის არგენტინელ თავდამსხმელს ლიონელ მესის დროის განურჩევლად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

„ვფიქრობ, მესი მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია,“- ციტირებს ბექემის სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, რომ მაიამის „ინტერი“ ამჟამად კონკაკაფის ჩემპიონთა თასზე თამაშობს. გუნდმა „სპორტინგ კანზას სიტი“ ორ მატჩში დაამარცხა და ტურნირის შემდეგ ეტაპზე - 1/8 ფინალში გავიდა, სადაც იამაიკის გუნდ „კავალიერს“ შეხვდება. არგენტინელმა თავდამსხმელმა კანზასის გუნდთან ორივე მატჩში გაიტანა გოლები.

0.117929