„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ უზბეკი მცველის აბდუკოდირ ხუსანოვის თამაში შეაფასა პრემიერლიგის 27-ე ტურის „ტოტენჰემთან“ (1:0) მატჩის შემდეგ.
„როცა მას ელაპარაკები, ის უბრალოდ იცინის, იცინის, იცინის... მაგრამ ამავე დროს ძალიან სანდო მოთამაშეა. სწრაფია, წარმოუდგენლად სწრაფი, აქვს შესანიშნავი პასი. ის არღვევს ხაზებს, აქვს ეს უნარი. ჯერ კიდევ სჭირდება გაუმჯობესება, მაგრამ ის მხოლოდ 20 წლისაა.
მინახავს მოთამაშეები, რომლებსაც გამორჩეული სისწრაფე აქვთ და ის ერთ-ერთი მათგანია. ხალხი მას აღმერთებს. არ წუწუნებს და ძალიან მოკრძალებულია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გულშემატკივრებს ის მოეწონებათ. „ჩელსისთან“ მეხუთე წუთზე მომხდარი შეცდომის დავიწყება ადვილი არ იყო, მაგრამ მშვიდად ინარჩუნებდა თავს და გაუმკლავდა პრობლემას. ის ძალიან კარგი იყო ბოლო რამდენიმე მატჩში", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი.
ხუსანოვი „მანჩესტერ სიტიში“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას გადავიდა.