ფეხბურთი

12:16 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მაკმანამანი: „ლივერპულის“ მოთამაშეებს ისეთი მაღალი დონე აქვთ, რომ მწვრთნელი არ სჭირდებათ"

„ლივერპულის“ ყოფილმა თავდამსხმელმა სტივ მაკმანამანმა ინგლისის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ნიუკასლთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0) კომენტარი გააკეთა.

„ლივერპულს“ მოთამაშეებს ასეთი მაღალი დონე აქვთ, თითქმის არ სჭირდებათ მწვრთნელი. მათ იციან, რა სამუშაო უნდა შეასრულონ. ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც მოედანზე გადის, დიდებულ შედეგს აჩვენებს - ძალიან კარგები არიან.

სლოტს შეუძლია 15, 16, 17 მოთამაშეს ენდოს. როგორც კი ვინმე მოედანზე გადის, ინტენსივობა არ ჩერდება, პირიქით, ემატება და ემატება,“ - ციტირებს მაკმანემანის სიტყვებს BBC.

67-ქულიანი „ლივერპული“ პრემიერლიგის ცხრილს ლიდერობს და 13 ქულით უსწრებს უშუალო მდევარ „არსენალს,“ თუმცა ერთი თამაშით მეტი ჩაატარა.

0.118274