ფეხბურთი

11:48 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელის“ პრეზიდენტს მსაჯის კრიტიკის გამო 15-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

„მარსელის“ პრეზიდენტი პაბლო ლონგორია საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ოსერთან" მარცხის (0:3) შემდეგ, მსაჯისთვის ნათქვამი სიტყვების გამო 15 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ესპანელი ფუნქციონერი მსაჯ ჯერემი სტინატს, დერეკ კორნელიუსის გაძევების გამო უყვიროდა: „კორუფცია, ნამდვილი კორუფცია".

ამიტომ ლონგორია გამოტოვებს გუნდის ყველა დარჩენილ მატჩს საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში და რამდენიმე თამაშს შემდეგ სეზონშიც.

ამ დროისთვის „მარსელი“ საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 46 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ პსჟ-ს 13 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში, 2 მარტს, „მარსელი“ „ნანტს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124579